1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ქართველი ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ აღტკინებული ქალბატონები არიან" - პუშკოვი

ქართველი ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ აღტკინებული ქალბატონები არიან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და ქართველი ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერალური საბჭოს წევრი, პერმის ტერიტორიის სახელმწიფო უფლებამოსილების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ალექსეი პუშოვი თავის Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ქართველი ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ აღტკინებული ქალბატონები არიან. მათი ზეწოლა არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე - როგორც მოსკოვში, ასევე სტრასბურგში, ევროსაბჭოში. ისინი აგრესიული, ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მაგალითებს იღებენ. ჰგონიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა ამოგლიჯონ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები