1 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვერძებს ნათელი და პოზიტიური მოვლენებით დატვირთული დღე ელით. ეცადეთ, ცხოვრებით დატკბეთ და ყველა წვრილმანით გაიხაროთ. გირჩევთ, შორეული მგზავრობა არ დაგეგმოთ.

 

კურო
ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება გენიალური იდეებით აგავსებთ. მთელ დღეს რაღაც სიახლის მოლოდინში გაატარებთ. ყველაფერი, რაც ამ დღეს თქვენს თავს ხდება, უდროო და უადგილოა.

 

ტყუპები
სარკეში საკუთარი ღიმილიანი სახის ხილვა მთელი დღის ენერგიით აგავსებთ. თუ რაღაც ისე არ გამოგდით, როგორც გეგმავდით, პანიკაში ნუ ჩავარდებით. გაითვალისწინეთ, ეს დღე მხიარული საღამოების ორგანიზებისთვის შესაფერისი არაა.

 

კირჩხიბი
შესაძლოა, ძველი მეგობრის შეხვედრით გაიხაროთ. არც ისაა გამორიცხული, მეგობარმა სასიამოვნო ადგილზე დაგპატიჟოთ და უარის თქმა არ გაბედოთ. თუ საინტერესო წინადადება მიიღეთ, პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და კარგად დაფიქრდით.

 

ლომი
ახლის შეცნობისთვის შესაფერისი დღეა: ახალი გასართობი, მოგზაურობა, დასვენება, ნაცნობობა და ცოდნის მიღება. ლომებო, ხვალ ყველა სიახლე მშვიდად უნდა მიიღოთ. ვიღაცის რჩევაზე გაგეცინებათ და სერიოზულად არ მიუდგებით, რაც თქვენი მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება.

 

ქალწული
თუ სასიამოვნო კამპანიაში სიგიჟეების კეთება მოგინდათ, გულწრფელი ადამიანები შეარჩიეთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ. ძალიან დიდხანს აჭიანურებთ მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებას და გირჩევთ, რომ ხვალაც გადადოთ.

 

სასწორი
ხვალ სასწორები იმდენ საქმეს შეასრულებენ, რომ თავად გაუკვირდებათ საკუთარი შრომისუნარიანობის და უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ. შესაძლოა, ისეთი ამბავი გაიგოთ, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით. შეეცადეთ, ხვალ არავის არაფერს შეჰპირდეთ, რადგან პირობას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებთ.

 

მორიელი
ხვალ მორიელებმა უნდა თქვათ – „მე შევძლებ!“, რადგან რეალურად შეძლებთ. შეეცადეთ, კონკრეტულ საკითხებზე საუბარს მოერიდოთ. გადაღლილი ტვინით ვერ იმოქმედებთ. ასე რომ, კონცენტრირდით და საქმეს შეუდექით.

 

მშვილდოსანი
მშვილდოსნები 100%-ით შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას, რაც გარშემომყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდხანს არ შერჩეთ კომპიუტერთან და ადრე დაიძინოთ.

 

თხის რქა
თუკი გსურთ, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყოთ, დაიწყეთ ზომების მიღება ხვალიდან. წაიკითხეთ სამსახურის შესახებ განცხადებები, შესაძლოა, რამე გამოგივიდეთ. ხვალ თხის რქებისთვის ფულის გასესხება რეკომენდებული არ არის, სანდო ადამიანებზეც კი.

 

მერწყული
რაში გჭირდებათ ფული, გაათამამეთ საკუთარი თავი ბოლო კაპიკებით, ხოლო ხვალ ახალი დღე ახალ შემოსავალს გაჩუქებთ. მერწყულებო, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, ხვალ შესაძლოა, ვინმეს ოცნება „ჩაახშოთ“.

 

თევზები
ხვალ თევზებმა შესაძლოა, იტირონ და ეს კარგია, რადგან ეს სიხარულის ცრემლები იქნება. იფიქრეთ იმაზე, რა გსურთ ყველაზე მეტად და განახორციელეთ თქვენი იდეა. ხვალ, თუკი შესაძლებლობა გექნებათ, ადრე დაიძინეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები