1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვიღაც გოგო ლაპარაკობდა… მთლად მინისტრი ყოფილა..კიდევ კარგი გამყრელიძე ჰყავდა გვერდზე" - ნოდია ტიკარაძეზე

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრ, ეკა ტიკარაძის საგანგებო ბრიფინგს გამოეხმაურა. 

„ლაივში ვუყურე ჯანდაცვის მინისტრის და ამირან გამყრელიძის პრეს-კონფერენციას. რომ ჩავრთე, ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა, ვიფიქრე, ალბათ სამინისტროს პრეს-მდივანია და წინასწარ რაღაც განცხადებას აკეთებს, სანამ გამყრელიძეს გადასცემს სიტყვას. გვიან მივხდი, რომ მთლად მინისტრი ყოფილა.

შეიძლება გარეგნობა მაცთურია და ძალიან სერიოზული ადამიანია ეს ჩვენი მინისტრი, მაგრამ როცა ეპიდემიის გამო პანიკის ზღვარზეა ხალხი (საკმაოდ უზროდ, მაგრამ ხომ არის), ხელისუფლების ასეთი წარმომადგენელი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იქნება. კიდევ კარგი გამყრელიძე ჰყავდა გვერდზე“, – დაწერა გია ნოდიამ საკუთარ გვერდზე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები