1 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სუნთქვის მწვავე უკმარისობით მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. მას აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხის ანალიზი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, - აღნიშნა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები