0 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ობიექტზე ცხენის ხორცი იყიდებოდა - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ გვირაბში 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი გამოავლინა, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

„დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო სრული დატვირთვით განაგრძობს საქმიანობას, ყოველდღიურად ამოწმებს აგრარულ ბაზრებს, სასურსათო და სავაჭრო ობიექტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები