2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში სწრაფი ტესტები ჩაიტანა

  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტესტები მარნეულში ჩაიტანა. მინისტრის განცხადებით, ნაჩუქარი ტესტების პირველი პარტია მხოლოდ მარნეულისთვისაა განკუთვნილი

 

„როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების. სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო ექვსი საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს.

 

ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად ადგილზე, უკვე დასქრინული არის 35 000 მოქალაქე.ეს არის დაახლოებით 8 000 -მდე ოჯახი, მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაკვირვება. სამომავლოდაც გაგრძელდება ასეთი მიზნობრივი შერჩევა ჯგუფების და გამოვლენილ ჯგუფებს ჩაუტარდებათ კონკრეტულად ტესტირება.

 

25-მდე ადამიანს ამ ეტაპისთვის დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. 1000 ტესტია ამ ეტაპზე ჩამოტანილი. ველოდებით დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000 ტესტს, საერთო ჯამში ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი “ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები