1 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.

„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული.

ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები