2 0 : 4 9
 | 

საზოგადოება

მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიერ. მისივე ინფორმაციით, სასურსათო და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს გეგმურად. სამედიცინო ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, შედიან ყველა ოჯახში და ამოწმებენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება. თუმცა ეს ქალბატონიც და დანარჩენი 12 იყვნენ თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავდნენ. ეს ქალბატონი გადაყვანილ იქნა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ჩაუტარდება“, - განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები