1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაცულები არიან თუ არა ქუჩაში მცხოვრები ბავშვები კორონავირუსისგან?

  ქუჩაში მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური საკარანტინო სივრცე გამოიყო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ ბავშვები სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

 „ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები