0 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა

ჩვენს კლინიკაში არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

რატიანის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული ქალი, რომელიც 22 კვირის ორსულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება ინფექციონისტების და გინეკოლოგების დაკვირვების ქვეშ.

„კლინიკაში იმყოფება 13 ინფიცირებული. ორი არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებს სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა“,-აღნიშნა რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები