1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს" - თენგიზ ცერცვაძე

 თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართულ მოდელს არც ერთი სჯობს.

„არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია  დღეს? პირდაპირ ვამბობ, არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. ზუგდიდში მყისიერი რეაგირება მოხდა. იტალიაში ან საფრანგეთში ასეთი შემთხვევა რომ მოხდა, იქ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა ინფექციის გავრცელება. ზუგდიდში ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა, მართალია კონტაქტი არ იყო, მაგრამ საჭირო ზომები მყისიერად განხორციელდა. შესაძლოა, საჭიროზე ოდნავ მეტიც კი და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:28

    ტრაგედია გურიაში - 6 წლის ბავშვი გუბეში დამხრჩვალი...

    ტრაგედია გურიაში - რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ 6 წლის ბავშვი გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. ბავშვს მთელი დღის განმავლობაში სოფელი და სამართალდამცავები ეძებდნენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხ...

  • 13:44

    პირველადი წყარო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს ჩემი კო...

    პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საბურთალოს კლასტერზე საუბრისას გააკეთა. ამირან გამყრელიძის...

  • 12:54

    თურქეთში საწარმოში აფეთქების დროს საქართველოს მოქა...

    თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საწარმოში აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელო ქვაბი ა...

  • 10:29

    საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამო...

    საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროის...

  • 18:53

    გურიაში გველების შემოსევაა...

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ერთ-ერთმა მცხოვრებმა თავის საცხოვრებელ ეზოში დიდი ზომის გველი მოკლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გველის სიგრძე 5 მეტრომდე იქნებოდა. როგორც "გურია ნიუსს" მ...

  • 17:04

    მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩ...

    მარნეულის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირბადეების ტარებაა, თუმცა მარნეულში ამ მხრივ პრობლემა პირველივე დღეს გამოიკვეთა. რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა,...

  • 15:17

    გახარია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღ...

    2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემ...