0 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ელოდება თუ არა მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს "პურის" (იფქლი დიღომი) და "იფქლის" საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

"დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები