1 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გურჯაანში დაკრძალვაზე თბილისიდან ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდგინდა

ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი.


📌გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

✔️გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები