1 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩაიშლება თუ არა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები?

ეს ვაიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაზემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, არსებობს, თუ არა საფრთხე, რომ ერთიანი ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ შედგეს, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

 „როგორც იცით, მინისტრმა დააანონსა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდა. პროცესი მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ივლისშია დაგეგმილი. ვაკვირდებით მოვლენებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებებითაც გვაქვს შეთავაზებები იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენს მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას, რა ფორმით ჩავატარებთ და როდის ჩავატარებთ ეროვნულ გამოცდებს“, - განაცხადა დგებუაძემ.

  მან ასევე უპასუხა კითხვას შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს ონლაინ პროცესი.

„ონლაინ პროცესის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვფიქრობთ ჩვენი მოქალაქეების ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაზე, როგორ გავაკეთებთ. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი შეთავაზება. წინასწარ ვერ გეუბნებით. გვაქვს, გარკვეული ვარიანტები, რომელსაც განვიხილავთ, საბოლოო ვარიანტზე, რომელზეც ჩამოვყალიბდებით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ მოქალაეებთან საჯაროდ ვისაუბრებ“, - დასძინ დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება ივლისში არ იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები