0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

წმიდა ცეცხლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება

ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა კორონავირუსის გამო შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ვნების კვირის განმავლობაში იერუსალიმში სხვადასხვა ეკლესია სადღესასწაულო ცერემონიალსა და წირვებს ატარებს, რომელიც კათოლიკეებისთვის იწყება 5 აპრილს, ხოლო ბერძნული მართლმადიდებლური, სომხური, კოპტური, სირიის კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის – 12 აპრილს.

გამოცემა წერს, რომ ვნების კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცერემონია წმიდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალია, რომელიც 18 აპრილის ღამეს უნდა გაიმართოს. წყაროს განცხადებით, ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას შესაძლოა განუსაზღვროს მეტი შეზღუდვა, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

სავარაუდოდ, მაცხოვრის საფლავის ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები