0 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ”- აშშ-ის საელჩოს მადლობა

აშშ-ის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს პროფესიული თავდადებისთვის და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

 

"COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება.

 

დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ."

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები