0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ერძი

ხელსაყრელი დღეა. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ეცადეთ, შემოქმედებითი უნარები გამოავლინოთ. გამორიცხული არ არის, შემოსავლის ახალი წყაროები და გავლენიანი მფარველები აღმოაჩინოთ. რთული სიტუაციიდან სწორედ მათი დახმარებით გამოხვალთ.


კურო

გირჩევთ, აღარ იყოყმანოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ნებისმიერ საქმიან წინადადებას სიფრთხილით მოეკიდეთ. ვიღაც ცდილობს, გაგაცუროთ. ერიდეთ მჭრელ საგნებს და მწერებს. სიზმარში მღვრიე წყლის ნახვა საფრთხეს მოასწავებს.


ტყუპები

ერიდეთ მგზავრობას და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადით. სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან. შანსი გაქვთ, რომ საქმიანობის სფერო გააფართოვოთ. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ ინტუიციას ენდეთ და სხვების რჩევებს ნაკლებად უსმინეთ.


კირჩხიბი

ფიქრის და ეჭვების დრო დასრულდა. ახლა კონკრეტული და მიზანდასახული მოქმედების დროა. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. შეგიძლიათ, ყველაზე თამამი პროექტების განხორციელებას შეუდგეთ.


ლომი

ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთს შეცვლის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით, თუმცა ამავდროულად ორაზროვან და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გამორიცხული არ არის, რომ ახალი პარტნიორები აგამოგიჩნდეთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის არახელსაყრელი დროა. უკეთეს მომენტს უნდა დაელოდოთ.


ქალწული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ახალი შემოსავლის წყაროები აღმოაჩინოთ. მოულოდნელი შეთავაზება ან ძველ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრა გელით. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან.


სასწორი

ხელსაყრელი დღეა მოღვაწეობის სფეროს გაფართოვებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ პრაგმატიზმით იმოქმედეთ. ნუ ენდობით რჩევებს. საქმიან ქაღალდებთან სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ – ყველა უსიამოვნება ამას უკავშირდება.


მორიელი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. სწორად მოქმედების შემთხვევაში შანსი გაქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. სწრაფად რეაგირების უნარს თუ არ გამოავლენთ, თქვენი ოჯახი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.


მშვილდოსანი

მალე შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ შედეგი, რომელზეც ამდენხანს ოცნებობდით. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობისას.


თხის რქა

წინააღმდეგობრეივი დღეა. მოსალოდნელია ძველ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობა, თუმცა აჩქარება ან საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. შეჩერდით და ყურადღებით მიმოიხედეთ. ბევრ საინტერესოს შენიშნავთ.


მერწყული

ჩვეულებრივი, სამუშაო დღეა. თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა საქმის საბოლოო შედეგებზე სასიკეთოდ აისახება, რაც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. უარი თქვით ცხოველურ საკვებზე და დაიცავით დიეტა.


თევზები

პროვოკაციებით სავსე დღეა. შესაძლოა, გარემოებებმა თქვენი სიმტკიცე და სიტუაციის ფლობის უნარი გამოსცადონ. დაწყებული საქმე თქვენგან დაძაბულ შრომას მოითხოვს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლისთვის მაქსიმალური ძალისხმევა მოგიწევთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები