0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება

 6 აპრილს ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო.

 

„რეკომენდაციების დაცვა, კერძოდ, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა, ამ ეტაპზე ზუგდიდის ბაზარში ვერ ხერხდება. დიდი რაოდენობით ხალხის გადაადგილება ფიქსირდება, რაც ნორმების დაცვას ართულებს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, ხვალიდან ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი გარკვეული დროით დაიხუროს, რათა მოწესრიგდეს მდგომარეობა და ნაკადების გადალადება რათა მოსახლეობას საფრთხე ავარიდოთ“ - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები