1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 25 მოქალაქე აშშ-ში კრიტიკულ მდგომარეობაშია

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 25 მოქალაქე აშშ-ში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ – რთულია.

მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა.

როგორც ქართველმა ემიგრანტმა, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ინა ასანიძემ “2020NEWS”-ს განუცხადა, საგანგებოდ შემქნილ კრიზისების ცენტრში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალქეების შესახებ საგანგაშო მონაცემებია შესული:

“ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა და ვინც იცის ჩვენს შესახებ, მოგვაწოდა ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ვითარება ძალიან დამძიმდა ბოლო 3-4 დღის განმავლობაში. ამ დილით 130 ინფიცირებულის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, ამ დროსითვის მათი რიცხვი უკვე 200-ია. არ ვიცი რამდენი იქნება თუნდაც რამდენიმე საათში, ზარები არ წყდება.

ისინი ითხოვენ დახმარებას, მათი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, 200 ადამიანიდან 25 ინფიცირებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათგან 7 ადამიანის ჰოსპიტალში გადაყვანა მოვახერხეთ და ამ წუთებშიც ვეძებთ ადგილებს საავადმყოფოში, რომ მათი გადაყვანაც მოვახერხოთ, რადგან ჰოსპიტლებში ადგილები შეიძლება ითქვას, რომ აღარ არის. რას და როგორ მოვახერხებთ, არ ვიცი, ჯერ ვერ გეტყვით“, – აცხადებს ინა ასანიძე.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცრებულთა შორის 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, თუმცა მძიმე პაციენტებს შორის რამდენიმე 40 წელს გადაცილებული ქალბატონია.

ინა ასანიძე ვარაუდობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, ვისაც შესაძლოა დადასტურებული კორონავირუსი ჰქონდეთ, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდე კრიზისების ცენტრში არსებული მონაცემებია.

“ბევრმა არ იცის ჩვენს შესახებ, გვიან გაიგეს. 5 დღით ადრე რომ მოემართათ, ასეთი მძიმე მდგომარეობა არ იქნებოდა, ახლა ყველაფერი გართულდა. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და როგორ განვითარდება პროცესები, არ ვიცი.

მივმართავ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, 8882328855 – ეს არის ჩვენი ცხელი ხაზი. დაგვიკავშირდით, რომ თქვენი დახმარება შევძლოთ. არ დამალოთ თუ ინფიცირებულები ხართ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“, – აცხადებს ინა ასანიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები