2 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, გუშინ გვიან ღამით, კორონავირუსზე კლინიკის 2 თანამშრომლის ანალიზის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ გვიან მოვიდა ანალიზის პასუხები, ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები, მათ დაუდასტურდათ კორონავირუსი, მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინიც გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს დადასტურებული 2 შემთხვევა გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში შევიდა. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ კლინიკაში მიღება შეჩერებულიქნა, ვიდრე არ განისაზღვრა ყველა მომსახურე მედპერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც, ღამე კვლავ გაიხსნა მიღება. ინფიცირებულებს მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ყველას სიები გადაცემულია, ისინი არიან კარანტინის მდგომარეობაში გადაყვანილები, მათ შორის, ის პაციენტებიც ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა, უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე. ეპიდემიოლოგების აზრი ვირუსის გადადების თაობაზე გაიყო ამ სიტუაციაში, მიიჩნევენ, რომ ვირუსი შესაძლოა შემოტანილი ყოფილიყო, ანუ ისინი ყოფილიყვნენ მატარებლები და ახლა გამოუვლინდათ, თუმცა მეორე აზრი არის, რომ შესაძლებელია დასნეულდნენ, ასე რომ ახლა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები