0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება, 80 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოიხსნა"

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი სავარაუდოდ კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

„ქალბატონი, რომელიც არის კლინიკაში 62 წლის, მარნეულის კლასტერიდან,პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი, დღეს ვაგზავნით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ქალბატობნი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული დისტრესით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ამ ქალბატონის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. თუ პაციენტები მომართავენ კლინიკას 60 პლუს ერთი, სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში, მეტი შანსია გამოჯანმრთელების, ვიდრე დამძიმებული მომართვის დროს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის განმარტებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური.

„რეანიმაციაში წევს შვიდი პაციენტი, აქედან ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია“ , – დასძინა ლევან რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები