0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვუყურე მიმდინარე წირვა-ლოცვას საკათედრო ტაძრიდან და შევძრწუნდი. უფალო, გევედრები, არ დასაჯო შენი გამოცდისათვის ერი”- ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გურული

ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გურული, "ფეისბუქზე" წერს:

"სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკა გაყალბებული კი არ არის, უბრალოდ არ არსებობს.

ამჟამად ზუსტ სტატისტიკას ვერავინ დაადგენს, ამიტომ უნდა იმუშავო ლოგიკური ინსტიქტებით. ვისაც ეს ინსტიქტები ჩლუნგი აღმოაჩნდება, განწირულია და გვაქვს ამის მაგალითები უკვე.

საყოველთაო სწრაფი ტესტირებით საერთო სტატისტიკის დაზუსტება ვერ მოხერხდება, რადგან ტესტების პასუხები შეიძლება საათებში შეიცვალოს. შესაბამისად, სწრაფი ტესტირება მხოლოდ ნაწილობრივ თავდაცვის გარანტიას იძლევა. თუმცა, აუცილებელია რომ ეს ტესტები საკმარისი რაოდენობით იყოს ქვეყანაში. თუნდაც იმიტომ, რომ სრულ სიბნელეში არ მოგიწევს ხელის ცეცებით ბოდიალი. რაღაც გარკვეული კანონზომიერებების დაჭერას შეძლებ.

რაც შეეხება კორონას, საქართველოს ჯერ არ უნახავს კორონა და ღმერთმა ნუ ანახოს! რამდენიმე ათეული, ჯანმრთელი, კარგად ნაკვებ-ნაპატივები ოჯახების წარმომადგენელთა იოლი შემთხვევები არ არის კორონას რეალური სახე.

ვუყურე მიმდინარე წირვა-ლოცვას საკათედრო ტაძრიდან და შევძრწუნდი. უფალო, გევედრები, გაუნათე გონება ბერსაც და მრევლსაც. არ დასაჯო შენი გამოცდისათვის ერი.

მე კარგად მესმის "ტრიოს" ფსიქოლოგიური კრიზისის.

უზარმაზარია პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ სიცოცხლეზე და ბათუმის ამინდივით ცვალებადია ბრბოს სიყვარულ-სიძულვილის ამპლიტუდა.

ფრთხილად!"

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები