1 6 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ხან შეუძლოდ არის, ხან გადაღლილია”- რას ამბობს მეუფე გრიგოლი პატრიარქზე

ჩამოტვირთვა

„ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთისმსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო“,- ამის შესახებ ხობისა და ფოთის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა.

„ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას“.

კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი წირვას მეუფე ამბობს, რომ არის შემთხვევები როცა არ ესწრება.

„ვერ გეტყვით, არის ხოლმე შემთხვევები როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი, ხან გადაღლილია.

მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. ასე, რომ მე ვერ გეტყვით ამას რა თქმა უნდა. რატომ უნდა გაგიკვირდეთ პატრიარქი ვერ დაესწროს, იცით ყველამ მისი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს ახლა მის ფიზიკურ მდგომარეობას ვიდრე შეეფერება“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები