1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსით ინფიცირების 350-400 შემთხვევა

  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე საუბრობს.

 

„მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. აუცილებლად, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები