2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შეზღუდვების მოხსნიდან რამდენიმე საათში უხანი დაახლოებით 65 000-მა ადამიანმა დატოვა

ჩინეთის ქალაქ უხანში 76-დღიანი კარანტინი მოიხსნა. შეზღუდვების მოხსნიდან რამდენიმე საათში უხანი მატარებლებით და თვითმფრინავებით დაახლოებით 65 000-მა ადამიანმა დატოვა. უხანი საზღვრებს ხსნის, თუმცა, შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ე.წ. ჯანმრთელობის მწვანე კოდი ექნებათ მინიჭებული ან დოკუმენტაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ქუჩაში გასვლის აუცილებლობა. ასევე, ძალაში რჩება ბრძანება ნიღბების ტარების, სიცხის მონიტორინგისა და სოციალური დისტანცირების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები