0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება

საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელში 50 თეთრად გაიყიდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, პირბადეებით აფთიაქები კვირის ბოლომდე მომარაგდება, მოქალაქეს კი ერთ ჯერზე სამი პირბადის შეძენა შეეძლება. „სახელმწიფოს ერთი პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თითო ცალი პირბადე აფთიაქებში გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას და პრაქტიკულად ნახევარი თვითღირებულებით - 50 თეთრად იქნება ეს პირბადეები ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები