2 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე

  დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, 31 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად იგრძნობოდა, როდესაც ათასობით ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით,

 

თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ადამიანები სასტიკად დაარბიეს და დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით რუსთაველის გამზირზე- საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის, დესანტისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რასაც უდანაშაულო და თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი კი სხვადასხვა სახის ტრამვით საავადმყოფოში მოათავსეს.

 

    საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი აირით უსწორდებოდნენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. 9 აპრილის ღამეს დარბევის წინა წითებში ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად მომიტინგეებთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოკოლის-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ საშიშორება იყო რეალური და სთხოვა ქაშუეთის ეკლესიაში გადასულიყვნენ და ელოცათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები