2 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი”

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი, - ამის შესახებ მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში 6 აპრილიდან სრულად განაახლა. შემდეგი ეროვნული არქივი იყო, ვინც რვა ყველაზე მოთხოვნადი სერვისის გაცემა დაიწყო. დღეს ეროვნული არქივის სერვისებს კიდევ ოთხი სხვა სერვისი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო სერვისები, რომლებიც ჩვეულებრივ გვჭირდებოდა ხოლმე, არის სრულად, დისტანციურად ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ნოტარიუსთა პალატას, დღეს დილით გორში, რუსთავსა და თბილისში წერეთლის გამზირზე სამი ახალი სანოტარო ბიურო გავხსენით, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილსიში არსებული სხვა ბიუროები უნდა განიტვირთოს იმ მოქალაქეებისგან, ვინც გორიდან, რუსთავიდან ჩამოდიოდნენ ან თბილისის სხვა რაიონებიდან, რადგან დიდუბეში არის დროებითი ბიურო, სადაც სანოტარო მომსახურება გაიცემა.

როგორც კი, ნოტარიუსთა პალატა შესაბამის აღჭურვილობას, შესაბამისი ოდენობით შეიძენს, მათ აღჭურვილობა შეკვეთილი აქვთ და ველოდებით, ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტი სანოტარო ბიურო განაახლებს ფუნქციონიერებას, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას გვერდს ვერ ავუვლით და მათი მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ სანოტარო ბიუროებმა თავიანთ ტერიტორიაზე მოქალაქეები არ დაუშვან, თუ წინასწარ თერმოსკრინინგი არ ჩატარდება.

ის ოდენობა დისტანციური თერმომეტრების, რაც არსებობს, გახსნილი ბიუროების ოდენობას შეესაბამება. ბიუროების რიცხვი შეიძლება მხოლოდ გამრავლდეს, ამიტომ ვიქონიოთ მოთმინება. მომავალი კვირიდან სანოტარო მომსახურებაში ვიქნებით კიდევ უფრო წელგამართულები“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები