1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი კორონავირუსზე ტესტის პასუხებს ელოდება​

TV პირველის რეგიონული კორესპონდენტი, ნატო გოგელია და ამავე არხის ოპერატორი და მძღოლი ბათუმში ე.წ. ცხელების ცენტრში არიან და კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებიან. შედეგებს ისინი რამდენიმე საათში გაიგებენ.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნინო ჟიჟილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ არხის ორ თანამშრომელს, მძღოლსა და ოპერატორს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ და კლინიკას ამ მიზეზით მიაკითხეს. მათთან ერთად ბოლო რამდენიმე კვირაა ჟურნალისტი ნატო გოგელიაც მუშაობს, რომელსაც რაიმე ნიშანი არ ჰქონია, თუმცა მასაც პრევენციის გამო უტარდება ანალიზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები