1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? "დედა მოგიკვდეს შვილო"- ვინ არის ჩოხატაურში მოკლული 26 წლის ბიჭი?

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 26 წლის ბიჭი, ავთო კალანდაძე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.

  როგორც „ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ფეისბუქზე წერს, ადგილობრივების ინფორმაციით, ემიგრანტ მშობლებს დაურეკეს და უთხრეს შვილი მოგიკალითო. დავმუნჯდი. მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში. რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო. რა უსამართლოა ცხოვრება. თავიდან ვერ ვიაზრებთ რა ხდება, ადგილს ვერ ვპოულობთ. გარშემო ქაოსია. ბრბო გიახლოვდება, ყველას ყურები აქვს ჩამოყრილი, თვალები ჩაწითლებული, თითქოს ტიროდნენ. გიახლოვდებიან და ხვდები, რომ ეს ჩამქრალი თვალები, აწეწილი თმები აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები

"ავის მომასწავლებელია. მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 25 წელი... ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი... ცრემლი და დიდი ტკივილი უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს.. სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს. ატირდა მთელი გურია და გუთური. თავზარდამცემია ეს ყველაფერი. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ არ გაცადა. 25 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 25 წლის იქნები... ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის ღმერთმა ნათელში გამყოფოს ავთულიკა.... და ბოლოს-მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი დედა მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: "დედა მოგიკვდეს შვილო"... "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ავთო კალანდაძის ოჯახსა და ახლობლებს", - წერს შოთო სიხარულიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:53

    გურიაში გველების შემოსევაა...

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ერთ-ერთმა მცხოვრებმა თავის საცხოვრებელ ეზოში დიდი ზომის გველი მოკლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გველის სიგრძე 5 მეტრომდე იქნებოდა. როგორც "გურია ნიუსს" მ...

  • 17:04

    მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩ...

    მარნეულის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირბადეების ტარებაა, თუმცა მარნეულში ამ მხრივ პრობლემა პირველივე დღეს გამოიკვეთა. რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა,...

  • 15:17

    გახარია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღ...

    2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემ...

  • 14:27

    მაგიდები 2-მეტრიანი დაშორებით უნდა დაიდგას, თითო ...

    ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრ...

  • 14:24

    ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდ...

    ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექც...

  • 13:54

    ნეკა დოროყქშვილმა და მისმა ადვოკატებმა ნიკა გვარამ...

    ქართველი ჩოგნურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ტელეკომპანია „მთავარის" დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლეს. ქარტიის სამდ...

  • 10:54

    ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელი იქნება...

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის აზრით, კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა. „პრაქ...