0 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, კორონავირუსი კარგა ხანს დარჩება ჩვენთან - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დიდი ხნის განმავლობაში არც დასრულდება.

აქედან გამომდინარე, გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.

„მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს, ის არ დასრულებულა და კარგა ხანი არ დასრულდება. ანუ სიტუაცია სხვადასხვა ქვეყნებში იცვლება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება ჩვენ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება ხოლმე, რადგან ხაზს ვუსვამ, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ახლა დიდი ალბათობით, ალბათ ზაფხულისკენ სიტუაცია შესაძლოა, სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით და მსოფლიო მეცნიერებთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ შესაძლოა, იქნება მეორე, მესამე ტალღა და ასე შემდეგ. ანუ, კორნავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები