0 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა

 თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა.

 კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.

 სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

 ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29  მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები