2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა მაქსიმუმ 100 ლარით დაჯარიმდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, უსაფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში კანონმდებლების მხრიდან შემდეგი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობის საგანია, ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, რომლის მეათედიც, საშემოსავლოს გამოკლებით, დაახლოებით 100 ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო სანქციის (ჯარიმის) შემოღების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ, ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, რის კონტექსტშიც პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ და ჯანდაცვის კომიტეტებს ცვლილებების მომზადება სთხოვა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს რაციონალური და აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და არ უნდა იწვევდეს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები