0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე“- გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია აუცილებლად გაიმართება.

„20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე თვე დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო სივრცე შემოღობილია. თითქოს კალაძე ამით შეაფერხებდა საპროტესტო მუხტს, მაგრამ თუ მანამდე 5000 კაცი სჭირდებოდა რუსთაველის გადაკეტვას, ახლა 500 კაციც ძალიან მარტივად დაეტევა, ეჭვი მაქვს რომ კალაძეს ამის გამო საყვედურსაც ეტყვიან. დავდგებით დისტანციით დაცვით, მაქსიმალურად ვიქნებით ფრთხილად, გვექნება პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. აქციაზე დაპატიჟებულია ყველა ის პარტია, რომელიც ამ წუთას იბრძვის „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები