0 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით დაჯარიმდება

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით. კანონპროექტი უკვე მზად არის.

იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევა ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსით 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის კი მგზავრები და მძღოლი დაჯარიმდებიან 50-50 ლარით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები