0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს შორის ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი ძიუდოში გიგა ტატიაშვილიც არის. სავარაუდოდ, მის ავტომობილში მყოფი 5 პირიდან ერთ-ერთს ეკუთვნის რკინის ხელკეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ოფიციალური წყაროები, ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები