1 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჰაერში კვლავ "კა-გე-ბე"-ს სუნი დატრიალდა!

„მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა არის ცენზურა!  სუს- ის    გამოძიებას  კი ქვეყნის უსაფრთხოებასთან  საერთო არაფერი აქვს.“  

„სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მედია-რეპორტაჟის საფუძველზე,   ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარება და დედაქალაქის მერის  და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს: ცენზურა!“-    „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სუს-ის მიერ მედიის წარმომადგენლების დაკითხვას ეხმაურება. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სუს- ის    გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან  საერთო არაფერი აქვს. 

„არაფერი საერთო სუს-ის ამ გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან არ აქვს.  ჯერ ერთი, აბსურდული დასაბუთებაა და სამართლებრივი არაკვალიფიციურობა ამ სიუჟეტის საბოტაჟად დანახვა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - სუსი არასდროს რეაგირებს იმაზე, რაც მართლა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ ბოლო 8 წლის განმავლობაში  და სახელმწიფოსთვის არც ერთი რეალური საფრთხის შემცველი მოვლენის მიმართ არ ჰქონიათ რეაგირება.  რუსული რბილი ძალის მომძლავრებაზე, სიცრუის ფეისბუქ-მანქანაზე, რომლის დაფინანსებასა და მართვაში ფეისბუქმა ღიად დაადანაშაულა მმართველი პარტია, ჰაკერულ ვებგვერდზე საქართველოს 5 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების გამჟღავნებაზე,  თი-ბი-სი ბანკზე მომხდარ კიბერ-შეტევაზე „გამოძიება მიმდინარეობს“ და ა.შ.,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

„ლელოს“ ლიდერის თქმით,  უსაფრთხოების სამსახური  არც იმაზე შეშფოთებულა, როცა ღიად დაფიქსირდა ყალბი ანგარიშების და დეზინფორმაციის მანქანის სამიზნე აუდიტორია.  ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები იყვნენ.  ანა ნაცვლიშვილი,  ხელისუფლების მხრიდან ცენზურის მცდელობაზეც საუბრობს და მათ მოუწოდებს,  ხელები შორს დაიჭირონ კრიტიკული მედიის და საინფორმაციო ველისგან! 

„ხელისუფლება რამდენიმე წელია, მოგუდულად საუბრობს დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ახლა კი ღიად აკეთებს განაცხადს! ეს ცენზურის მცდელობაა ბატონებო და იქ, სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის! საქართველოში ეს ვერ მოხდება, მაგრამ თქვენ რომ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან თავისუფალი აზრის წინააღმდეგ შეტევაზე გადადიხართ, ამით ოლიგარქიული ავტორიტარიზმისკენ კიდევ ახალი და დიდი ნაბიჯი გადადგით,“- აცხადებს ნაცვლიშილი. 

მისი თქმით, როდესაც  მედიის მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია არღვევს სტანდარტს, ეს თვითრეგულირებით და მედია-ეთიკით უნდა „დაისაჯოს“ და არა სისხლის სამართლის კოდექსით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები