1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი - თვითშეგნება, არ გვინდა, რომ ვირუსი ფართოდ იყოს გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები!

 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

„როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა მობილობა ადამიანების, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მე მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მასში ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ, დღეს რჩება ერთი - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული ? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. შეზღუდვები ამას, ალბათ, ნაკლები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები