2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნახეთ ვინ იყო პოლიციელი რომელიც გორში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს

 გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, 44 წლის დავით სვიანაძე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ, რომელიც ბინას დავით სვიანაძისგან ქირაობდა.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პოლიციელს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 „დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები