2 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნახეთ, რას სთავაზობს "ვიზიარი" მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ

თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ, – ამის შესახებ ავიაკომპანია ​„ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრას რადომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრს სამ არჩევანს ვთავაზობთ. ერთი ვარიანტი 100-პროცენტიანი ანაზღაურების მიღებაა, რითაც მგზავრები ბილეთის ფულს მთლიანად დაიბრუნებენ. მეორე არჩევანია – პირდაპირ მათ პროფილზე აიტვირთება „ვიზეარის“ კრედიტი, რომელიც 120-პროცენტიან ანაზღაურებას გულისხმობს. მგზავრებს შეუძლიათ, ეს კრედიტები ​მოგვიანებით გამოიყენონ. მესამე არჩევანი ფრენის გადაცვლაა. თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა ანდრას რადომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები