2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელო", საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის კაბინაში ტელეფონის და სხვა საშუალებების შეტანის და გადაღების აკრძალვას ითხოვს

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად ინიციატივით გამოდის  „ლელო საქართველოსთვის”. აღნიშნულ საკითხზე  პარტიის ლიდერებმა - საბა ბუაძემ და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს.  ინიციატივა, ამომრჩეველზე არასათანადო ზეგავლენის შესამცირებლად, გულისხმობს საარჩევნო კაბინაში  მობილური ტელეფონის და გადაღების სხვა საშუალებების შეტანის აკრძალვას. ლიდერებმა პოლიტიკურ პარტიებს „ლელოს“ იმ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს,  რაც მოახდენს შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტოს იძულებით გადაღების პრევენციას. 

„ლელოს“ ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, „ქართულ ოცნებაზე“  საზოგადეობის გამარჯვებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.

„მოგეხსნებათ, რომ ეს არის იმ  მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მიზნად ისახავდა ამომრჩეველზე ზეგავლენას. ჩვენ  გვინახავს ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ინსტრუმენტები. ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ეს არის ამომრჩეველთა ჯგუფებზე ცუდი ზეგავლენის მოხდენა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტოს იძულებით გადაღება, რაც არჩევნების ფარულობის პრინციპს არღვევს. ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას,“- აღნიშნა საბა ბუაძემ.  

ტრადიციული დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს განმუხტვის გზებზე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის მთავარი ბერკეტი  არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა. დემოკრატიული არჩევნებისთვის კი დათუნაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ლელოს“ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„დაძაბული წინასაარჩევნო გარემო ამ ქვეყანაში იქცა ტრადიციად. ამჯერად მივაღწიეთ ძალიან დიდ ნახტომს დემოკრატიურლი არჩევნების ჩატარების მხრივ.  ან გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად მნიშვნელოვანია, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.  ამისათვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის მმართველმა გუნდმაც, უნდა უზრუნველყოს არჩევნების ფარულობის პრინციპები. 

მივმართავთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, მხარი დაუჭიროს ჩვენს ინიციატივას და განხვილვების პროცესში მყოფ ცვლილებების პაკეტში  ასახოს შესაბამისი რეგულციები. კერძოდ, ჩვენი შეთავაზებაა, საარჩევნო კოდექსის 65 მუხლის გ ქვე-პუნქტს დაემატოს ჩანაწერი, რომელიც კრძალავს საარჩევნო კაბინაში მობილური ან ნებისმიერი სხვა ხელსაწყოთი ფოტო/ვიდეო გადაღებას,“-განაცახადა თაზო დათუნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები