2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ელისო კილაძე - ცაცია არის ნიკა ჟვანია, ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული

  გუშინ "მთავარ აქცენტებში" შაქარაშვილის საქმეში ცაცია ადამიანის შესახებ საუბრის მომენტში, გაზეთ "ქრონიკა +"ის რედაქტორს ელისო კილაძეს, დაუკავშირდა სანდრო წყარო, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებს ცაცია და იგი არა არჩილ გაგნიძე, არამედ ნიკა ჟვანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის "ასკანელი ძმების" მფლობელის გოჩა ჩხაიძის ნათლულია.

ცაცია გახლავთ არა არჩილ გაგნიძე, რომლის სახელიც გაჟღერდა, არამედ ნიკა ჟვანია, ამის შემოწმება და გადამოწმება გამოძიებას ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს. მეორე ამბავი გახლავთ ის, რომ ნიკა ჟვანია არის ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი კვალი გიორგი შაქარაშვილზე თავდამსხმელების დასახელებამდე, - აცხადებს ელისო კილაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები