1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში მე-3 ვერტმფრენი ჩაერთო

 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში მე-3 ვერტმფრენი ჩაერთო.

 „დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები როგორც სპეციალური ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის კუთხით. სვანეთში მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

 სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

 მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი.

ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი.

ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები