1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ბედნიერი ვარ… მოსკოვმა ყველაფერი მოაგვარა…”

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე თავის ოფიციალურ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:

 

“თორნიკე შენგელია ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა საკალათბურთო კლუბა ქართველ ფორვარდთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად, საკუთარ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რითაც წერტილი დაესვა ერთთვიან ვარაუდებს აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით. 

ცსკა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი შენგელიას კომენტარს აქვეყნებს:

“ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონში ჩავირიცხე და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ჩინებული სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, დიდებული კალათბურთელების მხარდამხარ თამაში მომიწევს. იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად, ევროლიგასა და VTB-ლიგაში დიდ წარმატებებს მივაღწევ”.

შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები