2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სოფელ ჭალადიდში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები