0 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მესტიაში მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ.

შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა.

„ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა, ვინც კი გვყავდა ადგილზე“ , - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 ავტომანქანა ამოყვანილია, თუმცა მანქანაში მყოფი პირის სამძებრო სამუშაოებს მდინარის დინება აფერხებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები