2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახი დახმარებას ითხოვს - მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კაცს, სავარაუდოდ, ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ.

 ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს  დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

 საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები