1 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ვირუსმა შეიძლება ნებისმიერ დროს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

"რიგ შემთხვევებში რეკომენდაციებმა მიიღო ფორმალური ხასიათი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების კომენტირებისას განაცხადა.

„მართალია, რიგ შემთხვევებში რეკომენდაციებმა ფორმალური ხასიათი მიიღო. მივმართავთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის, ერთეული შემთხვევები არის. ღვთის წყალობით და იმით, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, ინფექცია კონტროლირებადია, თუმცა ვირუსი არსად გამქრალა და ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქოს. რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და ეს, პირველ რიგში, სამოქალაქო ვალდებულებაა. გთხოვთ, დაიცავით ნორმები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ თუკი მოქალაქეები არ დაიცავენ რეკომენდაციებს, მხოლოდ დღეები და კვირები დასჭირდება, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა ასობით შემთხვევას მიაღწიოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები