2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

 ავთანდილ ბილანიშვილის, ე.წ. კაწროს მეუღლე ნათია რუხაია "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხთან" ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ დაადასტურა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას გადაცემა "ღამის მთავარში" ქარტიის ნორმების პირველი, მე-3 და მე-11 პუნქტების დარღვევას ედავებიან.

 ავათანდილ ბილანიშვილის მიმართ განხორციელებული დაუსაბუთებელი, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების გაჟღერება სატელევიზიო სივრცეში, რომელმაც მიაყენა ძალინ დიდი მორალური ზიანი. ამ შემთხვევაში ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე ნათია რუხაია არის განაცხადის ავტორი, - თქვა თამარ აბესაძემ.

 "მთავარი არხის" იურისტის, თამთა მურადაშვილის აზრით, ნიკა გვარამიას ეთიკის პრინციპები არ დაურღვევია. მისი თქმით, თავდაპირველად განმცხადებელი ავთანდინ ბილანიშვილი იყო, მოგვიანებით კი ის ნათია რუხაიათი შეიცვალა.

 გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დაკითხვის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, მონაწილეობას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავად ავთო ბილანიშვილიც, ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ გამოძიებას ტელეფონის სრული ამონაწერი მისცეს და აღნიშნა, რომ ბილანიშვილი დანაშაულის ღამეს უბანში იმყოფებოდა და მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში "თეთრპერანგიანი" პირი ის არაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები