2 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სტიქია კახეთში - ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

 სეტყვამ ნაფარეულსა და ყვარელში ვენახები დასეტყვა. ასევე, ხეებია წაქცეული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.

თელავის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ სოფელი ნაფარეული და ყვარელი დააზარალა.

სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები